0 5 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

რობი უილიამსმა “TAKE THAT”-ი დატოვა

ჩამოტვირთვა

რობი უილიამსმა „take that”-ი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურა ჯგუფის წამყვანმა სოლისტმა გარი ბარლოუმ. მისივე განცხადებით, ბრიტანელი მომღერალი ამ ეტაპზე კვლავ სოლო–ალბომის გამოშვებას გეგმავს. ჯგუფი „take that”-ი 1990 წელს შეიქმნა და რობი უილიამსი ხუთეულის ყველაზე პატარა წევრი იყო. უკვე 1995 წელს მან ჯგუფი დატოვა, რათა სოლო კარიერა გაეგრძელებინა. რობის წასვლის შემდეგ ჯგუფიც მალევე დაიშალა და უკვე ათი წლის შემდეგ ის კვლავ აღდგა. უილიამსი ჯგუფს მოგვიანებით, უკვე 2010 წელს შეუერთდა და მასთან ერთად ერთი ალბომი, სახელად „პროგრესი“ გამოუშვა. გარი ბარლოუს განცხადებით, ჯგუფის წევრებმა, დროებით, შემოქმედებითი პაუზის აღება გადაწყვიტეს. თავად ბარლოუ, ცნობილ მუსიკალურ პროექტ „X FACTOR”–ში ჟიურის წევრი იქნება. ჯგუფის დანარჩენი წევრების ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ,ჯერ–ჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები