0 5 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

კაილი მინოუგს ფილმში იღებენ

ჩამოტვირთვა

წარმოშობით ავსტრალიელი მომღერალი, კაილი მინოუგი, მუსიკალურ კარიერასთან ერთად, კინოკარიერასაც აგრძელებს. მომღერალი მონაწილეობას ახალი ფრანგული ფილმის, Holly Motors-ის გადაღებებში იღებს. მისი უკანასკნელი ნამუშევარი საშინელებათა ჟანრის მხატვრული ფილმი „ჯეკი და დაიანა“ იყო, რომელშიც კაილიმ ტატუირებული ლესბოსელის როლი შეასრულა. ახალი ფილმის გადაღებები პარიზში მიმდინარეობს, თუმცა ჯერ–ჯერობით უცნობია, თუ ვის როლს განასახიერებს ავსტრალიელი ვარსკვლავი. ფილმში, სადაც მკვლელის, მაწანაწალას, გენერალური დირექტორისა და მეოჯახე მამაკაცების ცხოვრებიდან ერთი დღე იქნება აღწერილი, მინოუგს პარტნიორობას ჟულიეტ ბინოში გაუწევს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები