0 6 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“გთხოვთ ყველას, გვერდით გადავდოთ სიბრაზეები, დღეიდან ყოველდღე შევიკრიბოთ რუსთავის ციხესთან” – ნანუკა ჟორჟოლიანი მოქალაქეებს მიმართავს

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს ოპოზიციის მხრიდან დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით. ნანუკა ჟორჟოლიანი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითხს ვიწრო ჭრილში უყურებს და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ხალხის მობილიზება რამდენიმე ადგილას.

“ყველა ადგილი მნიშვნელოვანია, სადაც ბრძოლის ხაზია და საიდანაც ეს ხელისუფლება ჩვენს ხმას გაიგებთ, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა რუსთავის ციხე და მოთხოვნა, რომ დაუყოვნებლივ, სასწრაფოდ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში.

ამ მოთხოვნისთვის მაქსიმალურად მნიშვნელოვანია ვიყოთ ბევრნი.

დარწმუნებული ვარ, უამრავი ადამიანი, ვინც არ არის “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი დღეს ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილს სიცოცხლე უნდა შეუნარჩუნდეს.

გთხოვთ ყველას, ჩვენი პარტიული სიმპატიები, სიბრაზეები გვერდით გადავდოთ და დღეს, ექვს საათზე და დღეიდან, ყოველდღე, მანამდე სანამ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება, შევიკრიბოთ რუსთავის ციხესთან.

დღეს, 18:00 საათზე ვიკრიბებით რუსთავის ციხესთან, დღეიდან ყოველდღე ვართ იქ მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ საავადმყოფოში”,- აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები