0 6 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უკრაინაში არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება

უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში იუმორისტი ზელენსკი ლიდერობს. ამ დროისთვის ხმების 65 პროცენტი უკვე დათვლილია.

პოპულარულ კომიკოსს და ტელეწამყვანს ამ დროისთვის ხმათა 30 პროცენტზე მეტი აქვს მიღებული. არჩევნების მეორე ტური კი, როგორც ჩანს, მასსა და პეტრო პოროშენკოს შორის გაიმართება.

ამ დროისთვის, უცნობია, რა სტრატეგიას შეიმუშავებს მეორე ტურისთვის ზელენსკი. რაც შეეხება იულია ტიმოშენკოს, ის ეგზიტპოლებს არ ენდობა და ცესკო-ს შემაჯამებელ დოკუმენტს ელოდება.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ასევე მიმდინარეობს უცხოეთიდან შესული ოქმების დათვლა, სადაც განსახვავებული შედეგები ფიქსირდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, უცხოეთში გახსნილ საარჩევნო უბნებზე ბევრ ქვეყანაში პოროშენკო ლიდერობს, მეორე ადგილზეა ტიმოშენკო, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ზელენსკი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ ეტაპზე ბათილად დათვლილი ბიულეტინების მხოლოდ 1.18 პროცენტი ცნეს. 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ რამდენიმე დღეში დაიწყებენ მეორე ტურისთვის მზადებას, მანამდე კი შემაჯამებელ დოკუმენტს მოამზადებენ.

„ამ დროის მონაცემებით ლიდერობას კვლავ ვლადიმერ ზელენსკი ინარჩუნებს. მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება, რაც ჩვენთვის სამუშაოდ ძლიან ცოტა დროა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინაშე ამ პერიოდში ძალიან ბევრი ამოცანა დგას და ჩვენ ყველა პროცედურის გავლა უნდა მოვასწროთ. იმედი გვაქვს, რომ როგორც საარჩევნო კომისიამ და არჩევნების დღემ ჩაიარა მშვიდ ვითარებაში, ეს პერიოდიც ასე გაგრძელდება,“ - განაცხადა უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ტატიანა სლიპაჩუკი.

საარჩევნო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ შესული საჩივრები ისეთი შინაარსის არ იყო, რამაც შესაძლოა არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. მათი შეფასებით, არჩევნებმა, საერთო ჯამში, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები