0 7 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რატომ იმატებს წონა ასაკის მატებასთან ერთად? კითხვაზე პასუხი ბევრს დააინტერესებს

წლების მატებასთან ერთად  სასწორზე დადგომა სულ უფრო მეტად გვაშინებს.

მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ტანადი და სუსტი ხართ, ყველა განიცდის ფიზიოლოგიურ ცვლილებებს.  ამ ცვლილებების გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს - ჰორმონალური დარღვევა, კუნთების მოდუნება და ა.შ.

წონის ცვალებადობას ექიმები აი ასე ხსნიან

ჰორმონები (კაცების შემთხვევაში ):

ტესტოსტერონი არის საიდუმლო კაცის ბუნებრივად სუსტი აღნაგობისა. ის ხელს უშლის წონის მატებას შუა ხნის ასაკამდე.  ასევე ეხმარება კუნთოვან სისტემას, მეტაბოლიზმს (ნივთიერებათა ცვლა) და ხელს უწყობს ინსულინის გამოყოფას, რომელიც დიაბეტისგან იცავს ადამიანს.

ასაკი მატებასთან ერთად, ტესტოსტერონი მცირდება, რაც აადვილებს  წონის მომატებას.ეს, პირველ რიგში, განაპირობებს მუცლის არეში ცხიმების დაგროვებას.

ჰორმონები (ქალების შემთხვევაში ):

ქალის სხეულში ზუსტ ბალანსს იცავს პროგესტერონი და ესტროგენი.

მაღალი რაოდენობის ესტროგენი ხელს უწყობს სიმსუქნის ფორმირებას. ახალგაზრდა ქალებში, ამას არეგულირებს  პროგესტერონის მაღალი შემცველობა.

35 წლის ზევით, ორივე ჰორმონის გამოყოფა მცირდება. კლება პიკს აღწევს მენოპაუზის დროს, თუმცა პროგესტერონის რაოდენობა ბევრად სწრაფად მცირდება ესტროგენთან შედარებით, რაც  სიმსუქნეს იწვევს.

წონის მატებას ხელს უწყობს კუნთოვანი სტრუქტურის დასუსტებაც. ეს არის მთავარი ფაქტორი, რომელიც მეტაბოლიზმს ამცირებს.

                                      ავტორი: სუზი მკრტიჩიანი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები