1 9 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,გოგონების სექსუალურ ექსპლუატაციას ახორციელებდა" - მარნეულში, ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით ქალბატონი დააკავეს

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 1962 წელს დაბადებული ლ.გ., ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.გ. ადამიანებით სისტემატურად ვაჭრობდა. კერძოდ, ბრალდებული სხვადასხვა ასაკის გოგონების მოტყუებით გადაბირებას ახდენდა, მარნეულში მდებარე სასტუმროს ტიპის დაწესებულებაში აცხოვრებდა და მუქარით, ფსიქიკური და ფიზიკური იძულებით მათ სექსუალურ ექსპლუატაციას ახორციელებდა.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული დანაშაულის გახსნასა და გამოძიებაში მონაწილეობა მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და პროკურატურის იმ თანამშრომლებმა, რომლებიც მიმდინარე წლის აპრილში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) და დიპლომატიური უსაფრთხოების საზღვარგარეთ წარმოებული კრიმინალური გამოძიების ოფისი (DS/OCI) მიერ უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში, სამართალდამცავთა საერთაშორისო აკადემიაში ტრეფიკინგთან ბრძოლის კურსებზე იყვნენ წარგზავნილნი.

სწავლება მიზნად ისახავდა ტრეფიკინგის მონიტორინგის განხორციელებისა და მასთან ბრძოლის კუთხით სამართალდამცველების შესაძლებლობების განვითარებას. კურსი მოიცავდა ტრეფიკინგთან დაკავშირებულ უახლეს სახელმძღვანელო პრინციპებს, პოლიტიკის, კანონმდებლობის უახლესი განვითარების საკითხებს, მსხვერპლთა ამოცნობის ტექნიკას, ასევე, მსხვერპლთან მუშაობისა და დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მეთოდიკას. კურსს აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ექსპერტები უძღვებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მრავალწლიანი, მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, არაერთი ორგანიზებული დანაშაული გაიხსნა. თანამშრომლობა ამ კუთხით მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები