0 6 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ბიზნეს საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით POS ტერმინალების ქეშბექ კამპანიას იწყებს

31 დეკემბრის ჩათვლით თიბისი POS ტერმინალების ქეშბექ  აქციას იწყებს, რომლის ფარგლებშიც იმ მერჩანტებს, რომლებსაც არ აქვს თიბისის ტერმინალი და ამ პერიოდში აიღებენ ტერმინალს, საკომისიოს თანხის 1% დაუბრუნდებათ ქეშბექის სახით.  აქციის მიზანია გაიზარდოს კომპანიებში ტრანზაქციულად აქტიური POS ტერმინალების რაოდენობა და ბრუნვის მოცულობა.

 

კამპანიაში მონაწილეობას მიიღებს გადასახადის გადამხდელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი:

 

·         კომპანიები, რომლებიც არ სარგებლობენ თიბისი ბანკის POS ტერმინალით და აქციის პერიოდში ისარგებლებენ აღნიშნული პროდუქტით სტანდარტული ტრანზაქციული საკომისიოთი.

·         კომპანიები, რომლებიც სარგებლობენ თიბისი ბანკის POS ტერმინალით, თუმცა არ ჰქონიათ ტრანზაქციული ბრუნვა ოქტომბრის თვეში და სარგებლობენ სტანდარტული ტრანზაქციული საკომისიოთი.

·         სტანდარტული ტარიფები იხილეთ აქ: https://tbcpayments.ge/pos

 

კამპანიაში მონაწილეობისთვის აუცილებელია:

·         თუ გაქვს კომპანია და არ სარგებლობ თიბისი ბანკის POS ტერმინალებით, შეუკვეთე თიბისი ბანკის POS ტერმინალი 2023 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მიიღე საბარათე გადახდები და დაიბრუნე თიბისი ბანკის ბარათებით ჯამური გადახდების მოცულობის 1%;

·         აუცილებელი პირობაა, რომ კამპანიის მოქმედების პერიოდში (ნოემბერი/დეკემბერი), თიბისი ბანკის POS ტერმინალის თვიური ბრუნვა არ იყოს 3000 ლარზე ნაკლები.

·         კამპანიაში მონაწილე კომპანია უნდა სარგებლობდეს რომელიმე ბიზნეს ნაკრებით ( სტარტაპერი, ყვითელი, ლურჯი, იასამნისფერი).

 

 

აქციის პერიოდში, კომპანიები მიიღებენ შემდეგ სარგებელს: კომპანიები, რომლებიც არ სარგებლობენ თიბისი ბანკის POS ტერმინალებით და კამპანიის პერიოდში მოითხოვენ POS ტერმინალის რეგისტრაციას და რეგისტრაციის თვეში ტერმინალის ჯამური ბრუნვა გადააჭარბებს 3,000 ლარს, თიბისი აღნიშნული კომპანიებისათვის უზრუნველყოფს თიბისის ბარათებით ჯამური გადახდების მოცულობის 1%-ის დაბრუნებას არაუგვიანეს მომდევნო თვის ბოლომდე. 

 

ხოლო ის კომპანიები, რომლებიც სარგებლობენ თიბისი ბანკის POS ტერმინალ(ებ)ით, თუმცა არ ჰქონიათ ბრუნვა არცერთ ტერმინალზე ოქტომბრის თვეში და აქციის პერიოდში გააქტიურდებიან იმდაგვარად, რომ ტერმინალის თვის ჯამური ბრუნვა გადააჭარბებს  3000 ლარს, თიბისი აღნიშნული კომპანიებისათვის უზრუნველყოფს თიბისის ბარათებით ჯამური გადახდების მოცულობის 1%-ის დაბრუნებას არაუგვიანეს მომდევნო თვის ბოლომდე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები