1 9 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

MAN-ის ევროპული ტური და FOX AWARD-ის კონკურსის ოქროს ჯილდო

Electrifying Europe Tour-ში MAN-ის შედეგები შთამბეჭდავი იყო. MAN Truck & Bus-ის წარმოებულმა ავტობუსმა, MAN Lion's City E-მ, მიუნხენიდან ირლანდიის ქალაქ ლიმერიკამდე იმოგზაურა და FOX AWARDS-ის დამსახურებული ჯილდო მოიპოვა.

Electrifying Europe Tour ასპარეზზე ნახევარი წლის წინ გამოჩნდა. ევროპულ ტურში ელექტროავტობუსები მონაწილეობენ და MAN Truck & Bus-თან ერთად კონკურსის გამარჯვებული კომპანია Axel Springer Corporate Solutions GmbH&Co-ც გახდა. მან ჯილდო მარკეტინგისა და კომუნიკაციების სფეროში ციფრული და ბეჭდური ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის აიღო.

ჰაინც კიესი, MAN Truck & Bus-ის მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი: „ჩვენმა გუნდმა წარმატებით აჩვენა ყველას, რომ ელექტრომობილობა შიგაწვის ძრავის საიმედო ალტერნატივაა და მისი გამოყენება ყოველდღიურადაც მიზანშეწონილია. გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ, რომ ელექტრომობილებით ფართო საზოგადოება საკმაოდ დაინტერესებულია. ეს ინტერესი აშკარად ჩანდა მედიისა და საზოგადოების მხრიდან იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენ მოვინახულეთ“.

FOX AWARDS-ის ჟიურიზე, რომელიც კომუნიკაციისა და მედიის  სფეროში მოღვაწე 18 ცნობილი ექსპერტისგან  შედგებოდა, განსაკუთრებული შთაბეჭდილება საერთო კონცეფციამ მოახდინა. ეს კონცეფცია უჩვეულო იდეასა და მის წარმატებულ მედიაგეგმას აერთიანებდა.

შთამბეჭდავი მოგზაურობა MAN-ისგან

FOX AWARDS-ის ჯილდო უკვე 12 წელია გაიცემა. ცერემონიაზე, რომელშიც  MAN-ის გუნდიც მონაწილეობდა, 298 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ზემოთ ნახსენები "Electrifying Europe Tour" იყო, რომელმაც კატეგორიაში „ავტო“ ოქროს პრიზი მიიღო. ჯილდო დაწესებულია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საუკეთესო საკომუნიკაციო კონცეფციებს ქმნიან და მათ წარმატებით ახორციელებენ. ასევე, გამარჯვებული ფასდება იმის მიხედვით, აღწევს თუ არა მისი კონცეფციის გზავნილები სამიზნე აუდიტორიამდე. MAN Truck & Bus-ის მიერ წარმოებული  კამპანიის, "Electrifying Europe Tour"-ის ნახვა მომხმარებელს კომპანიის ოფიციალურ გვერდზე შეუძლია.

სებასტიან ლინდნერი, MAN Truck & Bus-ის Bus & Coach-ის პრესასთან ურთიერთობის ოფიცერი: „ჩვენი გუნდი ყოველდღიურად საუბრობდა იმ შთაბეჭდილებებზე, რომლებიც ირლანდიისკენ მიმავალ გზაზე ეუფლებოდა. ასევე ვაშუქებდით ინფორმაციას ელექტრომობილების შესახებ. ეს იყო ფაქტობრივი დეტალებისა და ემოციების კომბინაცია, რომელიც საზოგადოებას ვიდეოების, თხრობისა და ფოტოების მეშვეობით გავუზიარეთ და ადამიანები ჩვენთან ერთად ვამოგზაურეთ“.

ათი დღე, 2500 კილომეტრი, რვა ქვეყანა და ერთი მოგზაურობა

MAN Lion's City E-ს მოგზაურობა მიუნხენში დაიწყო და ირლანდიაში დასრულდა. ელექტროავტობუსებმა აქ წარმატებით მიიღეს მონაწილეობა „საერთაშორისო ავტობუსების ევროტესტში“, სადაც MAN Lion's City E„2023 წლის საუკეთესო საერთაშორისო ავტობუსად“ დასახელდა. გზა, რომელიც ღონისძიებამდე ჩასასვლელად ავტობუსმა გაიარა, რვა ქვეყანასა და, ჯამში, თითქმის 2500 კილომეტრს მოიცავდა. მთელი ამ მოგზაურობის მიზანი ელეტროავტობუსების ეფექტური მუშაობის დემონსტრირება იყო.

ჰაინც კიესი, MAN Truck & Bus-ის მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი: „ამ ტურით ჩვენმა ელექტროავტობუსმა დაამტკიცა, რომ ევროპაში მოგზაურობა ემისიების გარეშეც შესაძლებელია. ამისთვის ჩვენმა გუნდმა მოინახულა ურბანული მეტროპოლისები, იმოგზაურა უგზო ადგილებზე და ერთი ალპური უღელტეხილიც კი გადაკვეთა.

ჩვენ მომხმარებლისთვის ისეთი პროდუქტის შეთავაზება გვსურს, რომელიც ადვილად ინტეგრირდება მათ ყოველდღიურ თუ ბიზნესსაქმიანობასთან, იქნება მდგრადი და მომავალზე ორიენტირებული ტექნოლოგიით აღჭურვილი. ასეთია Lion's City E - ჩვენი ელექტროავტობუსი“.

MAN-ს საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus წარმოადგენს.

--

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები