პოლიტიკა
ნიკა გვარამიას განაჩენი სააპელაციო სასამართლოში ხვალ გამოცხადდება
2022-11-01 17:01:50
ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია ხვალ, 2 ნოემბერს გამოაცხადებს. ადვოკატის ინფორმაციით, განაჩენის გამოცხადება დილის 11 საათზე ჩაინიშნა.
მოსამართლეთა კოლეგია მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით სათათბიროდ 24 ოქტომბერს გავიდა.
ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა.
კომენტარები