0 7 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ოცნების" პრესსამსახურის ყოფილი თანამშრომელი გრეტა წიწავა დეპუტატი გახდა

საქართველოს პარლამენტმა "ქართულის ოცნების" დეპუტატ თამარ ტალიაშვილის ადგილმონაცვლის, გრეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა. 

საკითხს მხარი - 88 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არცერთი ყოფილა.

ცნობისთვის, თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა, შესაბამისად მას საკანონმდებლო ორგანოში უფლებამოსილება შეუწყდა.

მანამდე ის "ოცნების" პრესსამსახურის თანამშრომელი იყო. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები