2 0 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დორტმუნდში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ერთი ეჭვმიტანილია დაკავებული

    გერმანიის პროკურატურამ გუშინ დორტმუნდში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და აღნიშნულთან დაკავშირებით 1 პირი დააკავა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქების ადგილზე ნაპოვნ 2 წერილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. საგამოძიებო ორგანოში ისლამისტებთან კავშირზე საუბრობენ.

გარდა ამისა, სამართალდამცველების თქმით, გამოძიების ობიექტივში 2 ეჭვმიტანილი მოექცა, რომლებსაც "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირი ჰქონდათ.

"ორივე ეჭვმიტანილის ბინები გაჩხრიკა. აქედან ერთ-ერთი უკვე დაკავებულია", - განაცხადა ფედერალური პროკურატურის სპიკერმა ფრაკ კოილერმა.  

    შეგახსენებთ, რომ გუშინ დორტმუნდში საფეხბურთო კლუბ  „ბორუსიას" ავტობუსის წინ მცირე სიმძლავრის 3 ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.  კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ესპანელი ფეხბურთელი მარკ ბარტრა. გავრცელებული ინფორმაციით სამიზნე სწორედ გუნდი იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები