0 6 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,როდესაც გამოცხადდება არჩევნები დამთავრებულად, მე წარმოვადგენ ჩემს გუნდს"

ჩამოტვირთვა

თვითმმართველობის არჩევნებში ყველაზე მაღალი შედეგის მქონე თბილისის მერობის კანდიდატი, საქმიანობას ცესკოს საბოლოო მონაცემების გამოცხადების შემდეგ შეუდგება. მონაცემების დაჯამებისთვის ვადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 1 ნოემბრამდე აქვს.

კახი კალაძის განცხადებით, სწორედ არჩევნების საბოლოოდ დასრულების შემდეგ წარადგენს ის საკუთარ გუნდს. მისი თქმით, სწორედ ეს გუნდი დაიწყებს წინასაარჩევნოდ გაცემული დანაპირებების განხორციელებას.

„უნდა დასრულდეს არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით. თქვენ იცით, რომ რეგიონებში, კონკრეტულ რაიონებში ტარდება მეორე ტური და სანამ საბოლოო შედეგი არ იქნება და არ გამოცხადდება არჩევნები დამთავრებულად, მე არ მაქვს უფლებამოსილება ვაწარმოო ჩემი საქმიანობა. როდესაც დასრულდება ყველაფერი, მე წარმოვადგენ  ჩემს გუნდს, ადამიანებს, ვინც გააგრძელებს მუშაობას მომდევნო 4 წლის განმავლობაში, იმუშავებს იმ კონკრეტულ პროექტებზე, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ და რომელიც გვქონდა წარმოდგენილი წინასაარჩევნოდ და ვპირდებოდით მოსახლეობას,“ - განაცხადა კახა კალაძემ.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები