0 6 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური კონფერენცია გაიმართება

ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებისთვის, თიბისის მხარდაჭერით, 17 ივნისს, კონფერენცია „AI: კვლევა და მომავალი“ ჩატარდება.

კონფერენციის მიზანია ხელოვნური ინტელექტის სფეროში ჩართულ ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერა და მათი საქმიანობის პოპულარიზაცია, ქართული ხელოვნური ინტელექტის და ამ მიმართულებით შექმნილი პროდუქტების გაცნობა და მათი ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა.

მომხსენებლები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერები და მკვლევრები არიან, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მუშაობენ. ისინი საკუთარი კვლევებისა და პროდუქტების პროგრესზე ისაუბრებენ.

კონფერენციაზე თიბისის ხელოვნური ინტელექტის კვლევისა და განვითარების გუნდის ლიდერი, ლაშა ფანცხავა ისაუბრებს ხელოვნური ინტელექტის და მის გამოყენებაზე საბანკო სექტორში.

თიბისის ვორქშოპის ფარგლებში, კი მონაწილეები შეძლებენ პირადად გამოცადონ, როგორ იქმნება და გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა მიმართულებებით.

იხილეთ კონფერენციის პროგრამა.

წინასწარი რეგისტრაციით ღონისძიებაზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია.

კონფერენცია იმართება AI Lab-ის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში.

თიბისი მუდმივად ზრუნავს ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებაზე. თიბისის არსებობის 31 წლის განმავლობაში, მრავლადაა ისეთი საავტორო და მხარდაჭერილი პროექტები, რომლებიც ამ მიზანს ემსახურება. მათგან, სწორედ ერთ-ერთია კონფერენცია „AI: კვლევა და მომავალი“.

კონფერენციის გახსნა: 17 ივნისი | 17:30.

მისამართი: ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU), მერაბ ალექსიძის ქ.10.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები