1 9 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი ივანიშვილის მეუღლისთვის ტყის სარგებლობაში გადაცემაზე - ტყის გასხვისება არ ხდება, ეს ცრუ ინფორმაციაა - გარკვეული მიზნებით ტყის იჯარით გადაცემა შესაძლებელია, რაც კანონის სრული დაცვით მოხდა

ეს მორიგი ცრუ ინფორმაციაა. როგორ გეკადრებათ, საქართველოში ტყის გასხვისება არ ხდება, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომლის თანახმად, ივანიშვილის მეუღლემ ტყის მასივი გადაიფორმა, მაგრამ ვიდრე გადაიფორმებდა 25 მეტრის სიმაღლეზე შემოღობა.

როგორც მინისტრმა განმარტა, ტყის გასხვისება ანუ მისი განკერძოება არ ხდება და ეს დარეგულირებულია ტყის კოდექსითა და ქართული კანონმდებლობის შესაბამისად.

„ასე რომ თქვენი ინფორმაცია სიმართლეს ნამდვილად არ შეეფერება. თუ რაიმე უფრო სხვა, კონკრეტული კითხვა არსებობს, დააზუსტეთ“, -მიმართა ჟურნალისტს ლევან დავითაშვილმა

ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე, სახელმწიფო აძლევს თუ არა ყველა ადამიანს უფლებას დაიწყოს სამუშაოები ვიდრე ტყის მასივი ან კონკრეტული ობიექტი გადაფორმდება, მინისტრმა ასე უპასუხა: „თუ კონფერენციის ჩაშლა გსურთ... კიდევ ერთხელ გიპასუხებთ, რომ საზოგადოებამ მკაფიოდ გაიგოს, თქვენი ინფორმაცია არ არის მართებული, მართალი - სიცრუეა. საქართველოში დღევანდელი კანონმდებლობით ტყის ფონდის გასხვისება, განკერძოება არ ხდება. შეიძლება მოხდეს მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც მთავრობა იღებს გადაწყვეტილებებს. სხვა შემთხვევაში, ასეთი რამ არ ხდება- არ ხდება განკერძოება, არ ხდება გასხვისება.

რაც შეეხება იჯარასთან დაკავშირებით, დიახ, გარკვეული მიზნებით საქართველოს ტყის ფონდის იჯარით გადაცემა შესაძლებელია და დარწმუნებული ვარ, რომ ესეც მოხდა კანონმდებლობის შესაბამისად და სრული დაცვით. მეორე - თქვენ რასაც ბრძანებთ, რომ თუ რამე სამუშაო დაიწყო, ვინმეს უნდა მოეხდინა რეაგირება, ასეთ შემთხვევაში უნდა გაარკვიოთ და შესაბამის უწყებებს დაუსვათ ეს კითხვა და არა მთავრობის წარმომადგენლებს - იყო თუ არა კონკრეტული შეტყობინება იმ საზედამხედველო სამსახურებში დავუშვათ არამართებული სამუშაოების წარმოების შესახებ, მოხდა თუ არა რეაგირება და ა.შ.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები