2 2 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ბავშვმა მითხრა დედა ხომ უგზავნი მამას ფულსო, მამამისი იქვე იყო და მესმოდა როგორ ეჩურჩულებოდა” – 11 წლის ბავშვის დედის შემზარავი უმძიმესი ინტერვიუ

11 წლის ბავშვის დედა შვილთან ბოლო საუბარს იხსენებს. ამბობს, რომ ის მთელი დღის განმავლობაში დახმარებას სთხოვდა. მიზეზი ნასვამი მამის მხრიდან აგრესია იყო. ბოლო საუბრის დროს კი შვილმა ჰკითხა, უგზავნიდა თუ არა მამას ფულს. დედამ კარგად გაიგო, რომ ამ კითხვას შვილს მამა ასმევინებდა და ისიც გაიგო, როგორ დაემუქრა უარის შემთხვევაში მეუღლე – თუ ფულს არ გაგზავნიდა, შვილს ვეღარასდროს ნახავდა. სწორედ ამიტომ, დედას გამოძიების ვერსიის არ სჯერა.

ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე ემიგრაციაში მყოფ დას მეზობელი დაუკავშირდა და სთხოვა პოლიციისთვის შეეტყობინებინა, რომ მისი ოჯახიდან ჩხუბის ხმა ისმოდა. ის იძულებული გახდა, დახმარება საქართველოში მყოფი ახლობლებისთვის ეთხოვა, საბოლოოდ კი პოლიცია ნათესავებმა მხოლოდ საბერძნეთიდან დარეკვის შემდეგ გამოიძახეს, თუმცა ეს უკვე დაგვიანებული იყო. 

თვითმკვლელობის სცენა ბავშვის მამამ დადგა – ამბობს გარდაცვლილი ბავშვის ბებია, რომელსაც გამოძიების ვერსიის არ სჯერა. 49 წლის მამაკაცის აგრესიულ ქმედებებზე საუბრობენ მეზობლებიც. 

თერჯოლის რაიონულ განყოფილებაში ოჯახის ახლობლებისა და მეზობლების განმეორებითი დაკითხვები მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც მომხდარი ტრაგედიით მედია დაინტერესდა. 49 წლის მამაკაცს კი, რომელიც პოლიციამ ორი დღის წინ დააკავა, ბრალი ამ დრომდე ოფიციალურად არ წარდგენია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები