1 9 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი 
დაასრულეთ დაწყებული პროექტები, ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ. გაფრთხილდით ახალი მეგობრების შერჩევისას. არ წამოეგოთ პროვოკაციას, მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. 

კურო
ჩაიტარეთ ორგანიზმის გამაჯანსაღებელი პროცედურები. მოერიდეთ გარეგნობასთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს. მხოლოდ პროფესიონალებს ანდეთ საკუთარი თვი. ჰარმონია დაისადგურებს პირად ურთიერთობაში. 

ტყუპი
ღირებულებების გადაფასების დღეა. თვითრეალიზაციისთვის ახალი გზები უნდა გამოძებნოთ. გამონახეთ დრო კულტურული ღონისძიებებისთვის. მგზავრობისას სასიამოვნო ადამიანების გაცნობა გელით. 

კირჩხიბი
სიფრთხილე გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას. მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. საყვარელმა ადამიანმა შეიძლება მნიშვნელოვან კითხვაზე მოგთხოვთ პასუხი. 

ლომიგათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისა და ურთიერთობებისგან. თქვენს ცხოვრებაში ახალი არაფერი 
შემოვა, ქალწული
ნუ შეუშინდებით ექსპერიმენტებს. მთავარია, მორალურ პრინციპებს არ უღალატოთ. კარგი დღეა საოჯახო ნივთების შესაძენად, აგრეთვე, საღამოს მეგობრებთან ერთად დასვენებისთვის. 

სასწორი
მოერიდეთ მგზავრობას, განსაკუთრებით შორ მანძილზე; განსაკუთრებით, თუ ავტომობილს თავად მართავთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ოჯახის წევრებს, ნათესავებს. 

მორიელი 
მაქსიმალურად მოთოკეთ ემოციები, რათა არ გაიუარესოთ ჯანმრთელობა და არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. 

მშვილდოსანი
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. წარმატება ელით ხელოვნების სფეროში მოღვაწეებს. ჩამოყალიბდით, რისი მიღწევა გსურთ მომავალში და ამოქმედდით. 

თხის რქა
საქმეების მიუხედავად გამონახეთ დრო კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. მოაწყვეთ რომანტიკული ვახშამი. 

მერწყული
არ წამოიწყოთ ახალი პროექტები, არაფერი კარგი არ გამოვა, მხოლოდ დროს, ფულსა და ენერგიას დაკარგავთ. დღე ხალისიანი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ. 

თევზები
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ცივი გონებით იმოქმედეთ. ნუ გააიდეალებთ ადამიანებს და თემებს; იმედგაცრუება გელით. საღამო ონლაინ ტრენინგს, დოკუმენტურ ფილმს უყურეთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები