სოც. მედია
6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
2016-04-05 23:30:21
ვერძი
მეტი მზრუნველობა გმართებთ მეგობრებისა და ოჯახის წევრების მიმართ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. მოერიდეთ ფლირტს კოლეგასთან, განსაკუთრებით, თუ საყვარელი ადამიანი გყავთ.
კურო
ცვლილებების დღეა, მაქსიმალური ყურადღება გმართებთ. გაუფრთხილდით კიდურებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.
ტყუპი
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. მოსაუბრესაც ათქმევინეთ სიტყვა; მუშაობისას კოლეგების აზრიც გაითვალისწინეთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას ინიციატივა თავად უნდა გამოავლინოთ.
კირჩხიბი
მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. თქვენთვისვე უკეთესი იქნება, თუ საყვარელ ადამიანს სიურპრიზით გაანებივრებთ.
ლომი
ახლობლებს რჩევასა და დახმარებაზე უარი არ უთხრათ. მოერიდეთ კონფლიქტს კოლეგებთან. აკონტროლეთ რაციონი, მიირთვით ჯანსაღი საკვები. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან.
ქალწული
მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე, აჩქარებით შეიძლება რაღაც გამოგრჩეთ. გაფრთხილდით, რათა კოლეგებმა არ გაგიფუჭონ საქმე უფროსთან.
სასწორი
დილიდან შეიქმენით სამუშაო განწყობა; მოაგვარეთ მნიშვნელოვანი საკითხები, დაასრულეთ დაწყებული საქმეები. დღეს ნუ მიირთმევთ შებოლილ და მარინად პროდუქტებს. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით.
მორიელი
კარგი დღეა სანაცნობო წრის, ბიზნესის გასაფართოებლად. საკუთარი მიღწევებით უნდა იამაყოთ და სასურველი ჯილდოც მოითხოვოთ. საყვარელ ადამიანს მოთხოვნები შეულამაზებლად წაუყენეთ.
მშვილდოსანი
ახალი საქმეები მომავალი კვირიდან დაიწყეთ, დღეს დაასრულეთ უკვე დაწყებულები. არ გაგიჭირდებათ რთული საკითხების მოგვარება. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, დაისვენეთ.
თხის რქა
მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. არავის არაფერი მოსთხოვოთ და უმტკიცოთ. ზოგიერთს მომავალ კვირას დაწინაურება ელის და უნდა მოემზადოთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ შვილების მიმართ.
მერწყული
თქვენი გენიალური იდეები ყველას შექებას დაიმსახურებს, მაგრამ მათ განხორციელებას ნუ იჩქარებთ. გაასუფთავეთ ოფისიც და ბინაც ძველი ნივთებისგან.
თევზები
დღეს იმაზე მეტ საქმეს გააკეთებთ, ვიდრე ვარაუდობდით. გაფრთხილდით, რათა არავინ მოგატყუოთ. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან.
კომენტარები