სოც. მედია
პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
2016-03-11 16:54:58
მთავარმა პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განაცხადა.
"მიმდინარე წლის 11 მარტს, ინტერნეტ სივრცეში განთავსებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ამ ეტაპზე საქმეზე ტარდება აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები", - განაცხადა სუხიაშვილმა.
ინტერნეტში ვიდეომასალა გავრცელდა, რომელიც ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის პირად ცხოვრებას ასახავს.
კომენტარები