2 3 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დაბრკოლებებს საქმეებში გავლენიანი მეგობრების დახმარებით მოაგვარებთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოსალოდნელია ან გაცივება, ან მოწამვლა. 

კურო
გადახედეთ დოკუმენტებს, საქმეებს და გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები. შეიძლება მოლაპარაკებებმა თქვენთვის სასურველი შედეგი ვერ გამოიღოს. 

ტყუპი
სიურპრიზებით აღსავსე დღე გელით. შეიძლება აღადგინოთ ძველი სასიყვარულო ურთიერთობა. ოჯახის წევრი ან ნათესავი თქვენი ახალი საქმიანი პარტნიორი გახდეს. 

კირჩხიბი
უფროსი სათანადოდ შეაფასებს თქვენს საქმიანობას. კარგი დღეა ავტომობილის შესაძენად ან გასარემონტებლად. 

ლომი
მოერიდეთ კამათს საყვარელ ადამიანთან, ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით კუჭს, რათა ან საკვებით არ მოიწამლოთ, ან წამლით. 

ქალწული
ნუ გაჩერდებით ერთ ადგილას. გააქტიურდით, თუ სამსახურში წარმატების, ხოლო პირად ცხოვრებაში ბედნიერების მიღწევა გსურთ. 

სასწორი
მოერიდეთ ემოციების გამოვლენას; ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. ცხოვრებისეული პრობლემების მოსაგვრებლად საყვარელ ადამიანს მიმართეთ. 

მორიელი 
გაფრთხილდით, ტრავმული დღეა. მოერიდეთ ავანტიურულ და სარისკო ქმედებებს. მეტად დაისვენეთ, სასიამოვნო საქმიანობით დაკავდით. 

მშვილდოსანი
საკუთარი პოზიციის, მოსაზრების დაცვა მოგიწევთ. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კონფლიქტისგან, მაგრამ ეცადეთ, არავის დაუთმოთ ის, რასაც დღემდე წვალებით მიაღწიეთ. 

თხის რქა
მოერიდეთ ფულის ხარჯვას, გაუფრთხილდით საფულეს, არ მოგპარონ ან არ დაკარგოთ. სირთულეების მოსაგვარებლად დახმარებისთვის ახლობლებს მიმართეთ. 

მერწყული
მოერიდეთ კონფლიქტსა და დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. ეცადეთ, მტრები მეგობრებად გაიხადოთ და სამომავლო საქმიანობაც ერთად წამოიწყოთ. 

თევზები
დღეს ძირითადად საოჯახო საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. აგრეთვე, უძრავ ქონებასთან, ნათესავების დოკუმენტების გაფორმებასთან დაკავშირებული საკითხების გარკვევა მოგიწევთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები