ესპანეთი, რეგიონული ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით, საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციით არის დაინტერესებული, - ამის შესახებ ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრმა ხოსე მანუელ გარსია-მარგაიომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ესპანეთი საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია, მათ შორის ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და დადებითად შეაფასეს პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა სფეროებში პარტნიორობა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მისასალმებელია ესპანეთის სამეფოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი - თბილისში საქმეთა დროებითი რწმუნებულის დანიშვნა. ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
38 წლის კაცი, რომში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აივნიდან შევიდა, თუმცა მისი ყურადღება ჯოვანი ნუჩის წიგნმა მიიპყრო. სანამ დამნაშავე წიგნს კითხულობდა, სახლის მეპატრონემ გაიღვიძა და პოლიცია გამოიძახა. კა...
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სუროვიკინოს #19 კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობ...
აშშ მზადაა ისტორიის ახალი თავისთვის პრეზიდენტ კამალა ჰარისის სახით, აშშ მზადაა პრეზიდენტ ჰარისისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობი...
“ჩვენი პარტნიორებისგან იარაღის მიწოდების დაჩქარება აუცილებელია. ომს შვებულება არ აქვს. საჭიროა დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფ...
უკრაინული და რუსული მედიების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მდებარე კიდევ ერთი, რიგით მესამე ხიდი გაანადგურეს. ინფორმაცია ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად დადასტურებული არ ა...
აფრიკის მიღმა „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათ მაიმუნის ყვავილის ახალი, უფრო ...
რუსეთის პრიმორიეს მხარეში ელექტროენერგიის მასიური გათიშვა მოხდა. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ელექტროენერგიის გარეშე 1,8 მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი. შორეული აღმოსავლეთის ქსელის სადისტ...
კომენტარები