სოც. მედია
,,ეს არის ნარმანიას მიერ გამოცემული დამცინავი ბრძანება" - პროკურორის შვილს პარიზში ცხოვრების ხარჯები დაუფინანსეს
2016-02-18 13:36:37
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, თბილისის მერიამ ქალაქის ბიუჯეტიდან ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის, ლეონიდ გერგედავას შვილს პარიზში სწავლის მიზნით, ცხოვრების ხარჯები დაუფინანსა.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, შესაბამისი ბრძანება თბილისის მერის, დავით ნარმანიას სახელზეა გამოცემული.
"მოქალაქე თ.გერგედავას საზღვარგარეთ, საფრანგეთში (პარიზი) სწავლის მიზნით, საცხოვრებელი ხარჯების ასანაზღაურებლად, მისი ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით თბილისის 2015 წლის ბიუჯეტიდან დახმარების სახით, გამოეყოს 5 400 ლარი’
ეს არის ნარმანიას მიერ გამოცემული დამცინავი და საზოგადოების აბუჩად ამგდები ბრძანება.
ნარმანიამ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელის - ლეონიდ გერგედავას ქალიშვილს, პარიზში გასამგზავრებელი თანხა სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი მუხლიდან ჩაურიცხა და იქვე აღნიშნა- პარიზში სწავლობს, თუმცა მისი ოჯახს ძალიან უჭირსო...
ნორმალური ხელისუფლების პირობებში ნარმანია მინიმუმ ბოდიშს მოიხდიდა, ხოლო ბატონ გერგედავას აუცილებლად მოუწევდა თანამდებობის დატოვება.
პ.ს. 2015 წელს თბილისის მერიამ/გამგეობებმა უამრავ სტუდენტს უარი უთხრა სწავლის დაფინანსებაზე (მათ შორის სოც. დაუცველ სტუდენტებს) და მათ სტუდენტის სტატუსი შეუჩერდათ, შესაბამისად ისინი საქართველოში რეგისტრირებულ უმაღლეს სასწავლებლებში განათლებას ვეღარ იღებენ," -განაცხადა მელიამ.
კომენტარები