2 2 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გოგი თოფაძე: ხიდაშელმა საგარეჯოს რაიონში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გააყალბა

“წესით და რიგით, ხიდაშელმა, მინისტრის კაბინეტში კი არა, დაკითხვებზე უნდა იაროს, რადგან შარშან, ოქტომბერში, საგარეჯოს რაიონში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გააყალბა,”- ეს განცხადება უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ გაზეთ საქართველო და მსოფლიოსთან მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტმა ხიდაშელის რეპლიკაზე პასუხის გაცემა სთხოვა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლისას თოფაძის სკანდალის შემდეგ თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან იკითხა ისევ პარლამენტის წევრი იყო თუ არა თოფაძე.  

თავდაცვის მინისტრის ამ რეპლიკას თოფაძემ ინტერვიუში კითხვითვე უპასუხა:
„რა, ქალბატონი თინა დღემდე თავდაცვის მინისტრია?“ მისივე თქმით ხიდაშელმა საგარეჯოს შუალედურ არჩევნებში სამინისტროს რესურსი გამოიყენა.

„ესეც არ იკმარა და ბიულეტენების დათვლაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ამ უმსგავსობის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელშიც განათავსა. დღემდე ვერ გამიგია, რასთან გვაქვს საქმე: სიბრიყვესთან თუ თავხედობასთან. ხიდაშელმა თავისი უკანონო ქმედებით მთელ კოალიციას თავი მოსჭრა და ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა,“-აცხადებს გაზეთთან საუბარში გოგი თოფაძე.

http://rustavi2.com/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები