2 2 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

იან კელი: "ჩვენი პრიორიტეტია, რომ პოლიტიკური სცენის ყველა მოთამაშის ხმას უსმენდეს მოსახლეობა"

აშშ-ს ელჩის საქართველოში, იან კელის განცხადებით, საელჩოს უმთავრესი პრიორიტეტი საქართველოში დემოკრატიის წარმატებაა და ამიტომაც ისინი აუცილებლად დააკვირდებიან "მაესტროში" მიმდინარე პროცესებს. 

"ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოში დემოკრატიის წარმატება. საქართველოს დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი წელიწადია, რადგან შემოდგომაზე არჩევნები ტარდება. ჩვენი პრიორიტეტია, რომ პოლიტიკური სცენის ყველა მოთამაშის ხმას უსმენდეს მოსახლეობა, რაშიც მედია მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საელჩო დაინტერესებულია იმ მოვლენებით, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს მედიაგარემოს. ამიტომ ვითხოვეთ შეხვედრა "მაესტროს" ხელმძღვანელობასთან. ამ ეტაპზე ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას. მოხარულები ვართ, რომ გარკვეულ მოთამაშეებთან გვქონდა შეხვედრა. მომავალში გვსურს, ვიხილოთ, რომ სრულად იყოს უზრუნველყოფილი ის, რასაც თანაბარ სათამაშო ველს ვუწოდებთ. ”- განაცხადა კელიმ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საელჩოს წარმომადგენელი "მაესტროს" გენერალურ დირექტორს ბაია გადაბაძეს შეხვდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები