სოც. მედია
მაესტროს გუნდი მაკა ასათიანთან რჩება
2016-02-09 00:11:14
ამ დრომდე საჯარო რეესტრში მაესტროს ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით ცვლილებები არ დარეგისტრირებულა, შესაბამისად ძმები გაჩეჩილაძეებიც ტელევიზიაში ჯერ არ გამოჩენილან. სამაგიეროდ თანამშრომლებს დღეს არხის ერთ–ერთი მფლობელი მაკა ასათაინი ესაუბრებოდა. რამდენიმე საათით ადრე კი არხის ჯერ კიდევ მოქმედმა გენერალურმა დირექტორმა ის მიმოწერა გაასაჯაროვა, რომელიც ირაკლი რუხაძესა და კოტე გოგელიას შორის მიმდინარეობდა და რომლის მიხედვითაც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წარმომადგენელი არხის შეძენას ცდილობდა.
მიმოწერაში რომელიც 2015 წლის 29 მაისით არის დათარიღებული, რუხაძე მაკა ასათიანის ქმარს მაესტროს აქტივების გაყიდვას სთხოვს, სანაცვლოდ კი შვიდმილიონახევარ დოლარს სთავაზობს. თავად რუხაძე ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებეს
კომენტარები