0 0 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი მოკლული იპოვეს

    რამდენიმე დღის წინ დაკარგული სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირია გარდაცვლილი იპოვეს, პროკურორის ცხედარი ვაჟა- ფშაველას გამზირზე 35-ე საფეხბურთო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქირია მოკლულია, თუმცა შშ-ს ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.  ადგილზე მომუშავე კორესპონდენტი იტყობინება, რომ ამ დროისთვის იქ პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.დამატებითი დეტალები უცნობია.  
      შეგახსენებთ, რომ  სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროს პროკურორს ვახტანგ ქირიას რამდენიმე დღეა ვერ პოულობდნენ.ის სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი ტელეფონი კი რუსთავში, ქუჩაში იპოვეს, მაგრამ თავად არსად ჩანდა. ასევე ვერ აგნებდნენ ქირიას ავტომობილს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები