სოც. მედია
რუსთაველის გამზირზე, მშენებარე ობიექტიდან 18 წლის ბიჭი გადმოვარდა
2015-12-10 13:59:54
რუსთაველის გამზირის #28-ში სამართალდამცავები და ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები მუშაობენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მშენებარე ობიექტიდან მამაკაცის გადმოვარდნის გამო შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირის #28-ში 18 წლის მამაკაცი მშენებარე ობიექტიდან, სამუშაოების შესრულების დროს გადმოვარდა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, დაზარალებულის მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.
მათივე ინფორმაციით, 18 წლის მამაკაცი ჯერ სახურავზე დაეცა, შემდეგ კი მიწაზე ჩამოვარდა.
interpressnews.ge
კომენტარები