ალექსი პეტრიაშვილის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
|
„მივესალმები РРР –ის პროექტებს ჯანდაცვის სფეროში, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობას ითვალისწინებს და მიმაჩნია, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე კეთილსაიმედო ქვეყანაა თანამშრომლობის ასეთი ფორმებისა და მიმართულების განვითარებისთვის“, - ამის შესახებ ბერნარ კუშნერმა საქართველოში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. შეგახსენებთ, საფრანგეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრები „გლობალური ალიანსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის სტატუსით გამართა. კუშნერის ვიზიტის ძირითად მიზანს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და განხორციელებული წარმატებული პროექტების გაცნობა და შეფასება წარმოადგენდა. „გლობალური ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ საერთაშორისო კონფერენციაში : „ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში - საქართველო და მსოფლიო” მიიღო მონაწილეობა. კონფერენციას მთავრობის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრებიც ესწრებოდნენ კუშნერის თქმით, საქართველო დღესდღეობით, ნამდვილად იმსახურებს მაღალ შეფასებას ჯანდაცვის სისტემის მოდერნიზაციაში მისი მისწრაფებების, ტემპების თვალსაზრისითა და გათვალისწინებით. „დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ რამდენიმე წელი გავა და ამ ქვეყანაში ჩემი მორიგი სტუმრობისას უფრო მეტ სიახლეს შევიტყობ საქართველოს ჯანდაცვის სფეროს მიღწევების შესახებ. ვიზიტის განმავლობაში უამრავი შეხვედრა მქონდა, ვესაუბრე ჯანდაცვის მინისტრს, მის კოლეგებს, ექიმებს და სტუდენტებსაც კი. ამ შეხვედრების შედეგად გამიჩნდა სურვილი, რომ უფრო მეტად დავეხმარო საქართველოს. მზად ვარ ყველას გავუზიარო გამოცდილება, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობის შედეგად დამიგროვდა, კერძოდ კი, საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მუშაობისას, რადგან ამ ქვეყანაში მე დავინახე ხელსაყრელი ნიადაგი, რომელშიც ნამდვილად შესაძლებელი იქნება ნაყოფის მიღება გლობალ ალიანსისა და მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად“, – განაცხადა მან. ბერნარ კუშნერმა ასევე მაღალი შეფასება მისცა საქართველოში С ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამის იმპლემენტაციის შედეგებს. „საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც ასეთ მაღალ შედეგებს აჩვენებს ამ დაავადებასთან ბრძოლაში. ეს მაგალითი სხვა სახელმწიფოებმაც უნდა გაიზიარონ. გარდა ამისა, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ტემპებმა, რომლითაც ხდება ამ პროგრამის რეალიზაცია. და, ყველაზე მთავარია, რომ ადამიანები იწყებენ გამოჯანმრთელებას და ახალ ხარისხიან ცხოვრებას“, – დასძინა ბატონმა კუშნერმა. ამასთან, ექსპერტმა აღნიშნა, რომ საქართველოში С ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამის წარმატება დიდ წილად განპირობებულია საერთაშორისო თანამშრომლობითაც. გარდა ამისა, ბერნარ კუშნერმა ასევე კომენტარი გააკეთა თბილისში სამი საავადმყოფოს რეკონსტრუქციის პროექტზე, რომელიც განხორციელებული იქნება სახელმწიფო კერძო პარტნიორობის ფარგლებში. „ევროპაში ჯანდაცვა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის РРР–ის ფარგლებში თანამშრომლობის დარგობრივი პრიორიტეტების ლიდერების სამეულში შედის. მე ურთიერთქმედების ასეთი ფორმის მომხრე ვარ ერთი მარტივი მიზეზის გამო: ის საშუალებას იძლევა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები ფინანსური დანახარჯებით მიღწეული იქნას ჯანდაცვის სფეროში პროექტების განხორციელება საერთო ეროვნულ დონეზე. და ეს ყველაფერი შესაძლებელია გონივრულ ვადებში, და ამასაც არა ნაკლები მნიშვნელობა აქვს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თბილისში იგეგმება ეროვნული დონის 3 საავადმყოფოს რეკონსტრუქცია. РРР ამ სიტუაციაში პოლიკლინიკების რეკონსტრუქციის ხარისხის მაღალი სტანდარტების, თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურის დაყენების, პერსონალის სწავლების, ახალი თანამედროვე ლაბორატორიების შექმნის გარანტიას იძლევა. მთავარია, რომ ამ ყველაფრის შედეგად, ადამიანებს საშუალება ექნებათ მიიღონ ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული სამედიცინო დახმარება, საკუთარ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ მივესალმები РРР–ის პროექტებს ჯანდაცვის სფეროში და მიმაჩნია, რომ საქართველო ერთერთი ყველაზე კეთილსაიმედო ქვეყანაა თანამშრომლობის ასეთი ფორმის განვითარებისთვის“, – თქვა მან. ბერნარ კუშნერმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში დაბრუნებას გეგმავს, კერძოდ, ჯანდაცვის სფეროში რეფორმების პაკეტზე „გლობალური ალიანსის“ მუშაობის ფარგლებში
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...
ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...
🟠 თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠 სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...
გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები