სოც. მედია
"გაზპრომი" უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
2015-11-25 16:02:58
გაზპრომი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს. განცხადება რუსული კომპანიის ხემძღვანელმა გააკეთა. ალექსი მილერი განმარტავს, რომ უკრაინულმა მხარემ რუსული გაზის შესყიდვა შეწყვიტა.
მისი თქმით, ნავტოგაზ უკრაინამ უკვე მიიღო გაზის ის მოცულობა, რომლის საფასურიც წინასწარ ჰქონდა გადახდილი, თუმცა ახალი მოთხოვნის წინასწარი გადახდა არ განუხორციელებია.
გაზპრომის ხელმძღვანელი ამბობს, რომ უკრაინის უარი რუსული გაზის შესყიდვის შეწყვეტაზე სერიოზულ რისკებს უქმნის რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის და ზამთრის პერიოდში უკრაინელი მომხმარებლის გაზმომარაგებას.
უკრაინის ნავტოგაზში კი აცხადებენ, რომ საფრთხე უკრაინის მოსახლეობას არ ემუქრება და ქვეყანას გაზის მიღების ალტერნატიული წყარო ევროპაში აქვს.
კომენტარები