0 5 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ირაკლი ალასანიას საგანგებო მიმართვა პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს

"გზა, რომელიც აირჩია "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ "რუსთავი 2"-თან ბრძოლაში, არის ძალადობის და სამოქალაქო დაპირისპრების გზა. ისევე როგორც ეს ხდებოდა 2012 წლის ოქტომბრამდე, ღამით, ფარუად და უპრინციპო მოსამართლის ხელით, ხელისუფლებამ მიიღო ყოვლად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაძაბოს პოლიტკური ვითარება. ხელისუფლების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები საფრთხეს უქმნის არა მარტო მედია თავსუფლებას, არამედ ძირს უთხრის სასამართლო ხელისუფლებას, ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და ხელყოფს დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლებს. კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, არ დაუშვას ძალადობრივი სცენარით მოვლენების განვითარება, გააცნობიეროს ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც მას დღეს აკისრია, დადგეს საკუთარ ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა და უზრუნველყოს ძალის არ გამოყენება. 
მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს, დავგეგმოთ ერთობლივი შეხვედრა მართველ პოლიტკურ კოალიციას და ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის. მიმვმართავთ ყველა მხარეს თავი შეიკავოს ძალადობისგან. ჩვენი პოლიტიკოსების ვალია ვიპოვოთ გამოსავალი და არ დავაბრუნოდ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებაში. 
ჩვენ "თავისუფალი დემოკრატები" ყველა ძალას ვიხმართ, რომ განვმუხტოთ ისტერიული ემოციური ფონი და პოლიტიკური პროცესები წარვმართოთ მშვიდ და გონივრულ გარემოში, რათა არ შეფერხდეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები