0 4 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

10 თვის ჩვილის ცხედარი სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდნილი თვითმფრინავიდან იპოვეს

ეგვიპტეში რუსული თვითმფრინავის შავი ყუთის გაშიფვრა დაიწყო - სანკტ პეტერბურგში პულკოვოს აეროპორტი კი დაღუპულთა მემორიალად იქცა. 

დადგინდა, რომ ბორტზე, 17 ბავშვის ნაცვლად, 29 არასრულწლოვანი იმყოფებოდა. მათ შორის ყველაზე პატარა ეს 10 თვის ჩვილი იყო, რომლის ცხედარიც მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ იპოვეს. ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების დადგენამდე რეისები შეუჩერეს. 

რაც შეეხება იმას, თუ რამ გამოიწვია კატასტროფა - იყო ეს ტერაქტი თუ ტექნიკური გაუმართაობა. ოფიციალური კაირო მომხდარის „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირს გამორიცხავს, რუსული მხარე კი თვითმფრინავის ტექნიკურ პრობლემებს აყენებს ეჭვქვეშ. 

საკუთარი ვერსიები აქვთ ექსპერტებს.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები