0 3 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საპატრიარქოს განცხადება ჰელოუინთან დაკავშირებით

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, განათლების სამინისტროსთან გამართული საპროტესტო აქციის შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

"როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ა.წ. 28 ოქტომბერს სასულიერო და საერო პირების ერთმა ნაწილმა განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა. 
შევნიშნავთ, რომ ამ ქმედების შესახებ საქართველოს საპატრიარქო საერთოდ არ იყო ინფორმირებული; ამასთან, ჩვენ ვერ გავიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რაც მათ მიერ იქნა დაფიქსირებული", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
სასულიერო პირებმა და მრევლმა განათლების სამინისტროსთან გუშინ აქცია გამართეს. მომიტინგეები ორ საკითხს აპროტესტებდნენ: სკოლებში ჰელოუინის მოწყობას და ახალი საგნის შემოღებას. მათი მტკიცებით, განათლების სამინისტროს ინიციატივით, გარკვეულ სკოლებში ჰელოუინის დღესასწაული მოეწყო, ასევე პროტესტი გამოთქვეს ახალი საგნების - "მე და საზოგადოება" და "ჩვენი საქართველო" შემოღებაზე.
მოგვიანებით აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტავდა, რომ ვერავინ უკარნახებს ადამიანებს იზეიმონ თუ არა ჰელოუინი. 
"სრულიად გაუგებარია სამინისტროს ჩართვა ასეთ თემებში. ეს არის სახელმწიფო დაწესებულება და სამინისტრო არავის მოუწოდებს გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობისკენ. ვერც ჩვენ და ვერც ეს ჯგუფი, რომელიც გამოირჩევა რადიკალური შეხედულებებით, რაც ხშირად და ამ შემთხვევაშიც დაშორებულია რეალობას, ვერ უკარნახებს ადამიანებს იზეიმონ თუ არა ჰელოუინი", - აღნიშნეს სამინისტროში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები