0 5 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გაციების, სურდოსა და ყელის ტკივილის ეფექტური და გემრიელი საშუალება

მაღალი ტემპერატურის დროს კარგია ქიშმიშის უშაქრო ნახარში. ის ავსებს სითხისა და მიკროელემენტების მარაგს, რომელსაც ოფლთან ერთად კარგავს სიცხიანი ორგანიზმი. 
გაციების, სურდოსა და ყელის ტკივილის დროს კარგია ასეთი ნაყენი: 100 გ ქიშმიშს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი, გააჩერეთ 10 წუთი, გადაწურეთ, გააგრილეთ და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ხახვის გამონაწური. მიეცით პატარას 50 მლ დღეში 3-ჯერ. ძლიერი ხველისა და ბრონქიტის დროს:• 30 გ ქიშმიში დაფარეთ ცივი, ანადუღარი წყლით, გააჩერეთ 45 წუთი, შემდეგ გადაწურეთ და მიეცით პატარას ძილის წინ ცხელ რძესთან ერთად.100 გ ქიშმიში 10 წუთი ადუღეთ 1 ჩაის ჭიქა წყალში, გააგრილეთ და მიეცით პატარას 3 სადილის კოვზი  4-ჯერ დღეში 
ქიშმიშის სასარგებლო თვისებები

ქიშმიში აძლიერებს იმუნიტეტს. მასში უხვად არის ანტიოქსიდანტები, რომლებიც უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს. ქიშმიში სასარგებლოა ბავშვებისთვის, რომლებსაც ცუდად სძინავთ და ხშირად ჭირვეულობენ. B ჯგუფის ვიტამინები - B1, B2 და B6, ასევე - მიკროელემენტები K, რომლებიც ქიშმიშში ბევრია, აწესრიგებს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას, ბავშვი წყნარდება, ღრმად და მშვიდად სძინავს. ქიშმიში რკინის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა. რკინა ჰემოგლობინის შემადგენლობაში შედის, ჰემოგლობინი კი სისხლის წითელი უჯრედების მთავარი კომპონენტია. ქიშმიში შეიცავს იშვიათ მიკროელემენტს - ბორს, ურომლისოდაც შეუძლებელია კალციუმის - ძვლების ძირითადი საშენი მასალის - ნორმალური ათვისება. გაითვალისწინეთ: ქიშმიში რეკომენდებული არ არის სიმსუქნისკენ მიდრეკილი და შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები