მსოფლიო
გაციების, სურდოსა და ყელის ტკივილის ეფექტური და გემრიელი საშუალება
2015-10-27 14:21:34
მაღალი ტემპერატურის დროს კარგია ქიშმიშის უშაქრო ნახარში. ის ავსებს სითხისა და მიკროელემენტების მარაგს, რომელსაც ოფლთან ერთად კარგავს სიცხიანი ორგანიზმი.
გაციების, სურდოსა და ყელის ტკივილის დროს კარგია ასეთი ნაყენი: 100 გ ქიშმიშს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი, გააჩერეთ 10 წუთი, გადაწურეთ, გააგრილეთ და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ხახვის გამონაწური. მიეცით პატარას 50 მლ დღეში 3-ჯერ. ძლიერი ხველისა და ბრონქიტის დროს:• 30 გ ქიშმიში დაფარეთ ცივი, ანადუღარი წყლით, გააჩერეთ 45 წუთი, შემდეგ გადაწურეთ და მიეცით პატარას ძილის წინ ცხელ რძესთან ერთად.100 გ ქიშმიში 10 წუთი ადუღეთ 1 ჩაის ჭიქა წყალში, გააგრილეთ და მიეცით პატარას 3 სადილის კოვზი 4-ჯერ დღეში
ქიშმიშის სასარგებლო თვისებები
ქიშმიში აძლიერებს იმუნიტეტს. მასში უხვად არის ანტიოქსიდანტები, რომლებიც უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს. ქიშმიში სასარგებლოა ბავშვებისთვის, რომლებსაც ცუდად სძინავთ და ხშირად ჭირვეულობენ. B ჯგუფის ვიტამინები - B1, B2 და B6, ასევე - მიკროელემენტები K, რომლებიც ქიშმიშში ბევრია, აწესრიგებს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას, ბავშვი წყნარდება, ღრმად და მშვიდად სძინავს. ქიშმიში რკინის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა. რკინა ჰემოგლობინის შემადგენლობაში შედის, ჰემოგლობინი კი სისხლის წითელი უჯრედების მთავარი კომპონენტია. ქიშმიში შეიცავს იშვიათ მიკროელემენტს - ბორს, ურომლისოდაც შეუძლებელია კალციუმის - ძვლების ძირითადი საშენი მასალის - ნორმალური ათვისება. გაითვალისწინეთ: ქიშმიში რეკომენდებული არ არის სიმსუქნისკენ მიდრეკილი და შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის!
კომენტარები