სოც. მედია
ქიბარ ხალვაში პრეზიდენტს ხვდება
2015-10-27 11:18:56
ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში პრეზიდენტთან შესახვედრად მივიდა. ხალვაში მის ადვოკატ პაატა სალიასთან ერთად იმყოფება. შესვლის წინ თავად ხალვაშმა კომენტარი არ გააკეთა. ჟურნალისტებს მისი ადვოკატი ესაუბრა.
პაატა სალიას თქმით, ქიბარ ხალვაში შეხვედრის შემდეგ ისაუბრებს მედიასთან.
კითხვაზე, თუკი ქიბარ ხალვაშს გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი აქვს, რა სტატუსით იმყოფება საქართველოში და აქვს თუ არა მოქალაქეობა, პაატა სალიამ განაცხადა, რომ ამაზე თავად ქიბარი ისაუბრებს. ადვოკატის თქმით, მან არ იცის მის მარწმუნებელს პოლიტიკური თავშესაფარი გერმანიაში აქვს, თუ - გერმანიის მოქალაქეა.
კომენტარები