მსოფლიო
"რუსთავი 2-ში" პროკურატურის წარმომადგენლები მოვიდნენ
2015-10-22 00:36:34
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან. გამომძიებლები არხის გენერალურ დირექტორს შეხვდნენ და ხვალ 12:00 საათზე პროკურატურაში დაბარების შესახებ აცნობეს.
გამომძიებლებმა ნიკა გვარამიას უწყებაც ჩააბარეს, მათივე თქმით მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა დაიწყო სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მიერ მისი დაშანტაჟების მცდელობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე გამოძიება.
rustavi2.com
კომენტარები