0 5 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

თელასში რუსი აუდიტორები შევიდნენ-რა კავშირშია ურთმელიძე კომპანიის სასამართლო დავებთან?

თელასში რუსი აუდიტორები შევიდნენ. თელასის შემოწმება მას შემდეგ დაიწყო რაც თბილისიდან მოსკოვში წერილი გაიგზავნა.

"თელასის ბიუჯეტი იძარცვება და ხალხის მიერ გადახდილი ფული კონკრეტული ადამიანების ჯიბეებში მიდის. ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფითაც კი შეუძლებელია შეივსოს თელასის ბიუჯეტის დეფიციტური ნაწილი, ფული იფლანგება და მილიონებით ლარით ჩინოვნიკები მდიდრდებიან,"- წერია დასკვნაში.

ამავე წერილში ნახსენებია მოსამართლე ურთმელიძე. წერილის ავტორებისგან ირკვევა, რომ ურთმელიძე კორუფციულ გარიგებაშია გარეული. არსებობს შეხვედრის კადრებიც, რომელიც ამას ადასტურებს.  

სკანდალური დოკუმენტის ავტორის, ბრალდებების ერთ-ერთი მთავარი ობიექტი თელასის იურდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით დოიჯაშვილია. ამ წერილით ირკვევა, რომ დოიჯაშვილი მრავალმილიონიან დავებს სასამართლოში განგებ აგებს, მოგებული მხარე კი ფულს თელასის ნაცვლად მას უხდის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები