ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მას ემუქრებიან პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გამოქვეყნებით და ოჯახის წევრებზე ანგარიშსწორებით. “ის, რაც დღეს მოვისმინეთ, არის შემაძრწუნებელი. რუსთავი 2-თან დაკავშირებული ამბები გრძელდება უკვე რამდენი ხანია, მაგრამ როგორც ჩანს, ახლოვდება ჭეშმარიტების წუთი. საქართველოს ჰყოლია ცუდი ხელისუფლება, ჰყოლია მარიონეტი ხელისუფლება, ხელისუფლება, რომელიც, შესაძლოა, არ უყვარდა ხალხს. დღეს საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, არ ჰყავს ლეგიტიმური მთავრობა. მას მართავს ზვიგენების აუზთან მჯდომი მანიაკი, რუსი მაფიოზი. როდესაც ჩვენ ვამბობთ რუსი ოლიგარქი, ეს არ არის პიროვნული დახასიათება, ასეთი სოციალური მოვლენა არ არსებობს არსად. ბიძინა ივანიშვილი არ წარმოადგენს არც ერთ სოციალურ წრეს საქართველოში. არც ერთი სოციალური წრე, როგორიც არის რუსი ოლიგარქი, არ არსებობს არსად, გარდა რუსეთისა. ეს არის ავადმყოფობა, ეს არის საშინელება, რომელიც შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში. და ისევე როგორც ზვიგენი არ უნდა იყოს სოლოლაკში და პინგვინი ჭორვილაში, ასევე ბიძინა ივანიშვილი, როგორც სოციალური მოვლენა, არ შეიძლება იყოს საქართველოში. ” - განაცხადა გვარამიას განცხადების შეფასებისას, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა. |
კომენტარები