0 7 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გამგებელი გაბუნია itv-ს სიუჟეტს ეხმაურება

ნაძალადევის გამგებელი, ზაზა გაბუნია ინტერნეტ ტელევიზია itv.ge-ს სიუჟეტს ეხმაურება. 

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არცერთი ჩემი ნათესავი არ მუშაობს მერიის სისტემაში! არცერთი!

 შესაბამისად itv-presa.ge-ის ინფორმაციაში ჩემთან დაკავშირებით ნეპოტიზმთან მიმართებაში ნათქვამი არის აბსოლუტური სიცრუე!“, - წერს ნაძალადევის რაიონის გამგებელი, ზაზა გაბუნია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე. 

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, გიორგი გეგეშიძე ბატონ გამგებელს ეკითხება: თქვენი აზრით თვენი შვილის ნათლია ნათესავი არ არის? 

გეგეშიძის კითხვაზე, გაბუნია საკმაოდ უცნაურად პასუხობს: ჩემი შვილის ნათლია ადამიანი ჩვენი საქმიანი ურთიერთობების შემდეგ გახდა და არა ჯერ ნათლია და შემდეგ საქმიანი ურთიერთობები. თანამშრომელს რომ შვილი მოანათლინო მგონი ასეთი აკრძალვა არ გვაქვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები