მსოფლიო
გამგებელი გაბუნია itv-ს სიუჟეტს ეხმაურება
2015-10-16 11:35:11
ნაძალადევის გამგებელი, ზაზა გაბუნია ინტერნეტ ტელევიზია itv.ge-ს სიუჟეტს ეხმაურება.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არცერთი ჩემი ნათესავი არ მუშაობს მერიის სისტემაში! არცერთი!
შესაბამისად itv-presa.ge-ის ინფორმაციაში ჩემთან დაკავშირებით ნეპოტიზმთან მიმართებაში ნათქვამი არის აბსოლუტური სიცრუე!“, - წერს ნაძალადევის რაიონის გამგებელი, ზაზა გაბუნია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, გიორგი გეგეშიძე ბატონ გამგებელს ეკითხება: თქვენი აზრით თვენი შვილის ნათლია ნათესავი არ არის?
გეგეშიძის კითხვაზე, გაბუნია საკმაოდ უცნაურად პასუხობს: ჩემი შვილის ნათლია ადამიანი ჩვენი საქმიანი ურთიერთობების შემდეგ გახდა და არა ჯერ ნათლია და შემდეგ საქმიანი ურთიერთობები. თანამშრომელს რომ შვილი მოანათლინო მგონი ასეთი აკრძალვა არ გვაქვს.
კომენტარები