სოც. მედია
16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2015-10-15 23:21:28
ვერძი
საშუალება მოგეცემათ შეიძინოთ ის ნივთი, რომელზეც ოცნებობდით; აგრეთვე, გაისტუმროთ ვალები. მოერიდეთ დაპირებების გაცემას. ნუ წამოიწყებთ მნიშვნელოვან საქმეებს.
კურო
სასურველის მისაღწევად შრომა მოგიწევთ. კოლეგების მიმართ მეტად ლოიალური უნდა იყოთ; გარშემო მყოფების მიმართ - მეტად მეგობრული.
ტყუპი
მოერიდეთ ხმაურიან ადამიანებს. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება უფროსთან. გადაწყვეტილების მიღებისას ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.
კირჩხიბი
მოერიდეთ დაპირისპირებას კოლეგებთან; აგრეთვე, კამათს გარშემო მყოფებთან. ოჯახის წევრებს სამომავლო გეგმები გაუზიარეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.
ლომი
სხვა დღისთვის გადადეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები, ხელშეკრულებების გაფორმება, საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება. ნეიტრალური პოზიცია შეინარჩუნეთ ყველა სფეროში. საღამო მშობლებთან ერთად გაატარეთ.
ქალწული
დაასრულეთ საქმეები, რათა უქმეებზე გამოიძინოთ. დაძაბული დღის შემდეგ საღამო, საყვარელ ადამიანთან ერთად, სუფთა ჰაერზე გაატარეთ. შეეხმიანეთ მეგობრებს, მოიკითხეთ ახლობლები.
სასწორი
საბედისწერო ცვლილებები და სიახლეებია მოსალოდნელი. ზოგიერთს კარიერული წინსვლა ელის. ზოგიც საუკეთესოდ შესრულებული სამუშაოსთვის ჯილდოს მიიღებს.
მორიელი
საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრება გმართებთ. დღის დაღლილობას მეგობრებთან ერთად გატარებული მხიარული საღამო მოგიხსნით.
მშვილდოსანი
ყურადღებით იმუშავეთ. დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. კარგად შესრულებული სამუშაოსთვის კი შექებას და ჯილდოს დაიმსახურებთ. საღამოს საყვარელი ადამიანი მყუდრო კაფეში ფინჯან ყავაზე მიიპატიჟეთ.
თხის რქა
მოერიდეთ ახალგაცნობილებთან გულის გადაშლას. გადახედეთ წარსულს, გაანალიზეთ იგი. კარგია სამომავლო გეგმების შედგენა. საღამო მშვიდ, უმჯობესია შინაურულ გარემოში, გაატაროთ.
მერწყული
მხნე და ოპტიმისტურად განწყობილი ხართ. მოსალოდნელია წარმატებული მივლინება. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან. სასიამოვნო ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში.
თევზები
მოაგვარეთ სამსახურებრივი საკითხები. ზოგიერთს დაწინაურება ელის. მოერიდეთ ხალხმრავალ და ხმაურიან შეკრებებს. დატვირთული დღის შემდეგ საღამო ოჯახურ, მშვიდ გარემოში გაატარეთ.
კომენტარები