სოც. მედია
ანზორ ბოლქვაძე: მივესალმები მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრებას
2015-10-14 20:42:46
ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარები - ძლიერი რეგიონებისათვის“ მდივანი და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე მედიკამენტების ხარისხისა და ფასების საკითხს ეხმაურება: „მედიკამენტების გაძვირება ნამდვილად პრობლემატური თემა, რაც ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. არიან ოჯახები, სოციალურად დაუცველები, რომელთა ფინანსური მდგომარეობა ნამდვილად ვერ გაწვდება გაძვირებულ პრეპარატებს. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს აუცილებლად უნდა იყოს გაწერილი ბიუჯეტის პარამეტრებში. გარადა ამისა, პირველადი მოხმარების მეტიკამენტები უნდა დაერთოს ჯანდაცვის ახალ რეფორმას. რამდენად გაუძლებს ასეთ დატვირთვას სახელმწიფო ბიუჯეტი, ეს ცაკლე საკითხია, თუმცა სასურველია, რომ მოსახლეობას დავეხმაროთ.“
დეპუტატი მოსახლეობის დაბალ მსყიდველუნარიანობაზეც მიანიშნებს. „ჩვენ არ ვართ განვითარებული ქვეყანა, ხელფასები და პენსია აქ საკმაოდ დაბალია, ამას ემატა ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა. კარგად ვიცი ადამიანებს რისი შესაძლებლობაც გააჩნიათ,“ - აღნიშნავს ბოლქავაძე.
ამასთან, მაჟორიტარი დეპუტატი მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრებას მიესალმება და მიაჩნია, რომ წამლების ხარისხი აუცილებლად უნდა იყოს მაღალი: „ როდესაც ადამიანი გაჭირვებით ყიდულობს პრეპარატს და ის ოდნავადაც არ შველის, ეს ძალიან ცუდია. მედიკამენტების ხარისხის კონტროლი ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა, და მიმაჩნია, რომ ეს მათგან დროული გადაწყვეტილება იყო.“
კომენტარები