0 7 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მეტი დრო დაუთმეთ სწავლას, თვითგანათლებას. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, საყიდლებისთვის. საღამო შინ, ახლობლების გვერდით გაატარეთ. 

კურო
საქმიანი შეხვედრები დილის საათებში დანიშნეთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. საღამო შინ, ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

ტყუპი
კარგი დღეა ჩანაფიქრების განსახორციელებლად. შრომა მოგიწევთ, მაგრამ წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. საღამოს კი მეგობრებთან ერთად ერთი ჭიქა ღვინო დალიეთ. 

კირჩხიბი
თქვენს აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული სამსახურის საქმეებში წინსვლა. კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი პროექტები. ოჯახის წევრებთან - რემონტის ან ავეჯის შეცვლის საკითხები. 

ლომი
დილით გავლენიან ადამიანებს შეხვდით. დღეს ყველაზე ორიგინალური და თამამი იდეების განხორციელებასაც შეძლებთ. 

ქალწული
დილა საქმიან შეხვედრებსა და მივლინებებს დაუთმეთ. არ აჩქარდეთ, დაკვირვებულად იმოქმედეთ. საღამოს კარგია ცურვა, განწყობას მეგობრებთან შეხვედრა გაგიუმჯობესებთ. 

სასწორი
კარგი დღე გელით, მნიშვნელოვან და რთულ საქმეებსაც მარტივად გაუმკლავდებით. საღამოს გააუმჯობესეთ მეგობრული კავშირები. ესტუმრეთ ახლობლებს.

მორიელი 
დილა სამსახურის საქმეებს დაუთმეთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული საღამო მოუწყვეთ. 

მშვილდოსანი
დღეს რისკისა და აზარტის გარეშე იმოქმედეთ. კოლეგები აღფრთოვანდებიან თქვენი იდეებით. საქმეებისგან მხოლოდ გვიან საღამოს დაისვენებთ. საყვარელი ადამიანის გულის მოგებას გემრიელი კერძითა და გემოვნებიანი მუსიკით შეძლებთ. 

თხის რქა
სასიამოვნო ცვლილებების დღეა. იდეების განხორციელების საშუალება მოგეცემათ. საღამოს გართობა მოგინდებათ და მეგობრებსა და ნათესავებს შეეხმიანეთ. თუმცა, მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. 

მერწყული
აქტიური ხართ და უამრავი საქმის დაწყებას, იდეების განხორციელებას შეძლებთ. საოჯახო საკითხები დღის მეორე ნახევარში მოაგვარეთ. მეტი დრო დაუთმეთ შვილებთან ურთიერთობას. 

თევზები
დილიდან აქტიური და მიზანმიმართული ხართ. კოლეგებს ახალი იდეები გააცანით. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. მშვიდი მუსიკა და გემრიელი ვახშამი საღამოს რომანტიკულად გაგატარებინებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები