0 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

რუსთავი 2-ის საქმეზე მოსამართლემ ადვოკატებს კიდევ ერთი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უთხრა უარი

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით კომპანიის ადვოკატებმა კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენეს. მათ მოითხოვეს, რომ საქმე არ გადაცემოდა სასამართლოს არსებითი განხილვისათვის.

ადვოკატების განმარტებით, საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულება. თუმცა, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ადვოკატების ეს შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა.

სასამართლო პროცესი უკვე რამდენიმე საათია, რაც საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. არხის ინტერესებს დღეს ვერ წარმოადგენს არხის გენერალური დირექტორი და მთავარი იურისტი, რის შესახებაც სასამართლო წინასწარ იყო ინფორმირებული.

მოპასუხე მხარის არცერთი შუამდგომლობა დღეს არ დაკმაყოფილებულა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები