0 5 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

1 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დაღლილობასა და ნერვიულობას სასიამოვნო საქმიანობა მოგიხსნით. კარგი დღეა ინტერიერის შესაცვლელად. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად გამოფენას ან კინოსეანსს დაესწარით. 

კურო
კარგი დღეა თვითგანათლებისთვის. გადახედეთ სპეციფიკურ ლიტერატურას, ეწვიეთ მუზეუმს ან ექსკურსიაზე გაემგზავრეთ. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ. მათთან ერთად იმხიარულეთ. 

ტყუპი
დილა წარმატებულად დაიწყება. თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება ფინანსური საკითხები. საშუალება მოგეცემათ განახორციელოთ იდეები და გეგმები. შესაძლოა, ახლობლისგან საინტერესო, კომერციული შემოთავაზება მიიღოთ. 

კირჩხიბი
დღის პირველი ნახევარი სამსახურის საქმეებს დაუთმეთ. საღამო - საოჯახოს. ზოგიერთს ნათესავები ესტუმრებიან და ყველაფერში მოეხმარებიან. 

ლომი
დღე სასიამოვნოდ ჩაივლის და უამრავ დადებით შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ. დილას კარგია საყიდლები. შეხვდით მეგობრებს. ან თავად უმასპინძლეთ ახლობლებს, ან სტუმრად წადით. ყური დაუგდეთ გარშემო მყოფების რჩევებს. 

ქალწული
ადვილად გამონახავთ საერთო ენას პარტნიორებთან, გავლენიან ადამიანებთან და კოლეგებთან. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. საღამოს არ იზარმაცოთ და დრო თვითგანათლებას დაუთმეთ. 

სასწორი
შეასრულეთ მნიშვნელოვანი საქმეები. ნუ დაგენანებათ და საკუთარ თავს ძვირად ღირებული საჩუქარი მიუძღვენით. საღამო კარგია სტუმრების მისაღებად ან კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად. 

მორიელი 
მნიშვნელოვანი საქმეები და შეხვედრები დილას დაგეგმეთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. საღამოს ან მეგობრებს შეხვდით, ან ახალ ამბებს გადახედეთ. 

მშვილდოსანი
კარგი დღეა იდეების განსახორციელებლად, კოლეგების დახმარებით ყველა სირთულეს გადალახავთ. საღამოს შეხვდით საყვარელ ადამიანს და ბუნებაში გაისეირნეთ. 

თხის რქა
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. გარშემო მყოფებს საკუთარი ნიჭითა და შესაძლებლობებით გააკვირვებთ. საღამოს მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. 

მერწყული
თამამად იმოქმედეთ, დღეს ფორტუნა თქვენ მხარეზე იქნება. შეეხმიანეთ ასაკოვან ნათესავებს, შეიძინეთ ბინისთვის დეკორატიული ნივთები, ან თავად დაამზადეთ ისინი. საღამო კარგია საყიდლებისა და ჰობისთვის.

თევზები
კარგი დღეა განათლების მისაღებად, ქველმოქმედებისთვის. საყვარელ ადამიანს რომანტიკული ვახშამი მოუწყვეთ და დღევანდელი დღიდან შეიძლება მორიგი თაფლობის თვე დაგეწყოთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები