პოლიტიკა
”რეალური გლობალური ომის პარტიის შტაბბინა მოსკოვშია! რუსეთს აქვს საქართველოს 20% ოკუპირებული და არა აშშ-ს” – კურტ ვოლკერი
2024-09-02 13:32:53
„ტერმინი გლობალური ომის პარტია, რომელიც გვესმის და ბოლო დროს გამოიყენება. საკმაოდ განსაცვიფრებლად მიმაჩნია, რომ ის აშშ-სთან მიმართებაში ვრცელდება. არავის სურს, რომ ომი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა დაიწყო უკრაინაში, გავრცელდეს. აშშ-ს არ სურს, საქართველოს ომში ჩათრევა, არავის სურს საქართველოს ომში ჩათრევა – ეს სრული სისულელეა. აბსურდია ჩვენთვის გლობალური ომის პარტიის წოდება. რეალური გლობალური ომის პარტიის შტაბბინა მოსკოვშია. ბოლოსდაბოლოს, სწორედ რუსულ ძალებს აქვთ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი და არა შეერთებული შტატების ძალებს“,
ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციის – 2024- გადამწყვეტი წელი – გახსნისას განაცხადა.
კომენტარები