მსოფლიო
თიბისის მობაილბანკმა Global Business and Finance Magazine-ის 3 საერთაშორისო ჯილდო მიიღო
2024-08-29 14:45:48
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Business and Finance Magazine-მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2024 წელს თიბისიმ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას 3 ნომინაციაში მიაღწია.
ესენია:
· საუკეთესო მობაილბანკი საქართველოში - Best Digital Bank Georgia
· წლის საუკეთესო მობაილბანკინგის ბრენდი საქართველოში - Best Digital Banking Brand Of The Year Georgia
· ყველაზე ინოვაციური მობაილბანკი საქართველოში - Most Innovative Digital Bank Georgia
თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის ციფრული სერვისების განვითარება და დახვეწა პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოცემამ თიბისი 3 ნომინაციაში დააჯილდოვა წარმატებული ინიციატივებისთვის.
Global Business and Finance Magazine რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი, Global Business and Finance Magazine-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.
კომენტარები