მსოფლიო
“გუდვილის” მიმდებარე ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება – თბილისის მერია
2024-08-02 12:36:23
თბილისის მერიის ინფორმაციით, 2 აგვისტოდან აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმარკეტ გუდვილის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. გუდვილის მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
“აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან, ორი კვირის განმავლობაში ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება”- ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები