საზოგადოება
პატრულთან შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი, 19 წლის ბიჭი დაიღუპა
2024-07-19 17:07:41
თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი 19 წლის რევი დემეტრაშვილი დაიღუპა.
სამართალდამცავები მას აედევნენ, ერთ-ერთმა ეკიპაჟმა კი დიდი სიჩქარით მოძრავ მოტოციკლს, სავარაუდოდ, გზა გადაუკეთა, ბიჭი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები