პოლიტიკა
რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივას მიესალმება - ზახაროვა
2024-06-26 18:10:16
რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივას მიესალმება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩვენ ჯერ კიდევ ვთვლით, რომ ეს [ურთიერთობების ნორმალიზება] შეესაბამება ჩვენი ორი ერის ინტერესებს… მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივებს, რომლებიც ეხმარება რუსულ-ქართულ ნორმალიზებას. ამ კონტექსტში, მივესალმებით აღნიშნულ ინიციატივას. მზად ვართ ამ გზით ვიაროთ”, - განაცხადა ზახაროვამ.
კომენტარები