1 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბათუმში, ავტობუსში რადიატორი გასკდა და ბავშვი დაიწვა – “ბათუმელები”

ბათუმში, 6 ნომერ ავტობუსში რადიატორი გასკდა და ბავშვი დაიწვა – ინფორმაციას ამის შესახებ, გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს.  გამოცემა ბავშვის დედას ესაუბრა, რომელმაც თქვა, რომ ბავშვს ორივე ფეხი აქვს დამწვარი. შემთხვევა 25 ნოემბერს მოხდა.

„ღამის საათებში სახლში მივდიოდით. შემაღლებული სკამები რომ არის იქ ვისხედით, მოულოდნელად ცხელი წყალი წამოვიდა ხრიალით – თქვეს, რომ რადიატორი გასკდა. ბავშვს ორივე ფეხი დამწვარი აქვს. ავტობუსი სავსე იყო ხალხით“, – თქვა ბავშვის დედამ “ბათუმელებთან”.

გამოცემა ასევე  ესაუბრა ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელს, რომელმაც უარყო ინფორმაცია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები